ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- აბა, ჭიათურა, ჭიათურაააა! ორი კაციც და გავდივართ, ჭიათურააა!

- საჩხერეში მივდივარ მე...

- ჩუუუ, დაჯექი, წაგიყვან... აბა, ჭიათურა, გავდივართ!

ჭიჭიკია  მაღაზიაში ყიდულობს კატის ფაიფურის ფიგურას:

- მხოლოდ ფიგურა ათი ლარი ღირს, მისი ისტორია კი - ათასი ლარი, - ეუბნება გამყიდველი.

- ისტორია არ მინდა, მხოლოდ ფიგურას ვიყიდი.

- როგორც გნებავთ, მაგრამ ისტორიის საყიდლად დაბრუნება მოგიწევთ.

იყიდა ჭიჭიკიამ კატის ფიგურა და გავიდა ქუჩაში. ცოტა ხანში ხედავს, ჯერ ორი კატა აეტორღიალა, მერე - ათი, ცოტა ხანში კი კატების გარემოცვაში აღმოჩნდა. გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს კატის ფიგურა წყალში გადააგდო. ყველა კატა თან გადაჰყვა და დაიხრჩო. ჭიჭიკია სასწრაფოდ დაბრუნდა მაღაზიაში, გამყიდველი ღიმილით შეეგება:

- ხომ გითხარით, ისტორიისთვის დაბრუნდებით-მეთქი?

- ისტორია რა ჯანდაბად მინდა! სააკაშვილის ფიგურა არ გაქვთ?

მიხო რეკავს სახლში:

- როგორა ხართ?

- კარგად.

- ვაა... მგონი სხვაგან მოვხვდი.

თბილისში ჩამოსული გურული საპარიკმახეროში შევიდა:

- რა ღირს თმის შეჭრა?

- 15 ლარი.

- რა ამბავია, ცა, ნარკოზით მჭრი?!