ანეკდოტები
- უმცირესობა რომ შევინარჩუნოთ, ერთი დეპუტატი გვაკლია, მოგვცემთ?
- კი, მოგცემთ.
- გმადლობ, ხომ იცი, მომავალ პარლამენტში ჩვენგან ერთიათად დაგიბრუნდებათ!
სამსახურში უფროსი თანამშრომელს ეუბნება:
- სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის გჯერა?
- არა, შეფ! რატომ მეკითხებით?
- სულ ტყუილად არ გჯერა - ქვევით ორი კვირის წინ რომ დამარხე, ის ბებია გელოდება...
სვანი ეუბნება მეორე სვანს:
- 10 ლარი ვიპოვე, ყალბი იყო და გადავაგდე.
- როგორ მიხვდი, რომ ყალბი იყო?
- აბა, 10 ლარი ორი ნულით იწერება?
ქმარი ეუბნება ცოლს:
- ნახე, რა მშვენიერი დღეა!
ცოლი ყურადღებას არ აქცევს, რაღაცას აკეთებს.
ქმარი ისევ:
- ხომ მშვენიერი დღეა?
- არის და იყოს, მერე რა?!
- ხომ ამბობდი, ერთ მშვენიერ დღეს მიგატოვებო.…
თბილისში ისეთი ყინვაა, რუსთაველის პროსპექტზე მხოლოდ ელენე გედევანიშვილი და მისი შეყვარებული სეირნობენ.