ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

-რუსეთს მაგით შეაშინებ? მგონი ბიძინას შესაშინებლად უფრო აკეთებენ...-ხედავ? მთავრობა რუსეთის შესაშინებლად ატომურ ბომბს ამზადებს.

ქმარი მივლინებიდან ბრუნდება და სახლში ცოლის საყვარელი ხვდება.

- გამარჯობა, მე კარლო ვარ. გენერალური დირექტორი და ამ ქალბატონის ქმარი, - წარუდგა კარლო თავაზიანად.

- გაგიმარჯოს, მე ჟორა ვარ, დროებით გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

სვანი პანაშვიდზე წავიდა, მაგრამ ყვავილების ყიდვა დაავიწყდა. არა უშავსო, იფიქრა, "ბანბანერკა"' იყიდა, მიიტანა და მიცვალებულს გვერდით დაუდო. იქ მყოფმა ერთ-ერთმა ქალმა დასცინა:

- შოკოლადი თუ არა, უცბათ არ გასინჯოს...

სვანი მიუბრუნდა:

- შენი მოტანილი ყვავილების სურნელით ხო მაგრად დატკბა, რააა..