საავადმყოფოს გახსნა - კვირის პალიტრა

საავადმყოფოს გახსნა

მოგეხსენებათ, იმერეთში მარტი ძალიან სუსხიანი გამოდგა და გრიპის ვირუსმაც იმძლავრა.  ჩემს სოფელში ყველა ოჯახში თითო გრიპიანი მაინც იყო.მიუხედავად იმისა, რომ მეც ავად ვიყავი, როცა გავიგე, ჩემს კარის მეზობელ კახას და მის მეუღლეს მაღალი სიცხე ჰქონდათ, სანახავად გადავედი. ოთახში, სადაც ავადმყოფები იწვნენ, ბავშვებს არ უშვებდნენ, მათ კი ისეთი რამ ჩაიდინეს, სიცხით გათანგული ავადმყოფებიც კი გაამხიარულეს. 9 წლის ზუკამ და 6 წლის ლუკამ ახალი თამაში მოიგონეს: ოთახის შესასვლელთან ლენტი გააბეს და "საავადმყოფოს გახსნობანას" თამაშობდნენ. ამაზე ბევრი ვიცინეთ, თუმცა წინ თურმე უკეთესი რამ გველოდა - მოულოდნელად პატარა ლუკა შემოვარდა და დედამისს სრული სერიოზულობით განუცხადა:

- დედიკო, ხელები ჩაწიე, ჩაცმული რომ წევხარ, არავინ დაგინახოს!

ბ. გველესიანი. სოფ. ზეინდარი