ოდესმე დიდი ყოფილა ნაცპარტია - კვირის პალიტრა

ოდესმე დიდი ყოფილა ნაცპარტია

(ლებანიძისეულად)

ჩემო პალიკო და ჩემო მალაშხია,

ოდესმე დიდი ყოფილა

ნაცპარტია.

ყოფილა შადრევნები ასაშენებელი,

გვყოლია პრეზიდენტი

გასაშტერებელი,

ყოფილა წიკლაური,

ყოფილა ბობოხიძე,

რასაც მოჰყოლია მიშა

თავხელიძე...

ჩვენო კუდ-ო, სოდ-ო, შსს-ს

სამმართველო,

ოდესმე თქვენი ყოფილა საქართველო.

ყოფილა ჩვენი მიშა, მთავრობის

პიარით

გაჭენებული და გამოჭენებული,

რტოებგაშლილი და გამოჩინებული,

ყოფილა სამ არხს შუა

აღმოცენებული...

ფიე, ნაცპარტიას ჰყოლია ვასლები,

თორთლაძეს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები.

ისე ვაყალბებდით არჩევნებს ყველა ერთად,

რომ გავმზადებულვართ ახალ თურქმენეთად.

მაგრამ უცაბედად მატლი არეულა,

ჯონ ბასი უკუღმა დატრიალებულა...

ჩვენთვის ბიძინაა პირველი სასჯელი,

ბიძინას მოჰყოლია თინა ხიდაშელი...

ტურფა ნაცპარტია ყორნებს წაუღიათ,

დასავლეთს სულ ცუდი დასკვნები დაუდვია.

ჩაშლილა თვალი და ჯაჭვი ჩარღვეულა,

სამგორი დაკეტილა, მოდული დარღვეულა.

ვერას და ხათუნას მხურვალედ უცრემლიათ,

ხაჩიძეს საბრალო ლექსები უწერია...

რა დროს ლექსიაო, იფიქრეთ მოგებაზე!

ხმლით შემოვარდნილა ნათია მოგელაძე...

ამას მოჰყოლია - ვაჰ, დრონი, ვაჰ, დრონი...

ჩემო პალიკო და ჩემო მალაშხია,

ოდესმე დიდი ყოფილა ნაცპარტია...