ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- რა ხდება, სად გარბის ქართვლის დედა?

- გაიგო, ალბათ, ჭიაბერაშვილი მინისტრად რომ დანიშნეს.

- ოცი წელია, სიტყვა ვერ მითქვამს, შენ რომ პირში არ მეცე! - ჩხუბობს ქმარი.

- ოცი კი არა - ცხრამეტი! – აზუსტებს ცოლი.

სვანი თვითმფრინავში ზის. მოულოდნელად შედის პილოტთან და ეუბნება:

- მომეცით პარაშუტი, უნდა გადავხტე.

მისცეს.

რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ შედის:

- ის პარაშუტი არ გაიხსნა, სხვა არა გაქვთ?

მიხო და მარო სტუმრად მიდიან. მარო სარკის წინ დგას და იპრანჭება:

- მიხო, კაცო, აბა, შემომხედე, როგორ გამოვიყურები?

- როგორც ყოველთვის, დედაკაცო, მაგრამ ნუ დარდობ, მალე დაბნელდება.…