ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ხართ თუ არა თანახმა, ივანიშვილს აღუდგეს მოქალაქეობა? კი - 70%, არა - 8%. რა ვქნათ ახლა?

- მე მოვიფიქრე, მიშა. მივიღოთ კანონი, რომელშიც ჩავწერთ, რომ რვა მეტია სამოცდაათზე!

გურულს გასათხოვარი ქალიშვილი ეუბნება:

- მამი, ის ჩემი საქმრო გარეგნულად დიდი ვერაფერია, მაგრამ შინაგანად კარგია.

- მაშინ, შვილო, ამოაბრუნე და ისე გაყევი.

მიხო - მაროს:

- მარო, ექიმმა მითხრა, 12 საათი დაგრჩა სიცოცხლეო. მოდი, წავიდეთ რესტორანში, მთელი ღამე ვიქეიფოთ, მერე სასტუმროში წავიდეთ...

- ჰო, შენ რა გენაღვლება, დილით ადრე არ იქნები ასადგომი...

მარო ფოტოსალონში:

- როგორი სურათი გინდა, დიდი თუ პატარა?

- პატარა.

- მაშინ ნუ იღიმები..

- ცოლი დამეკარგა, - განაცხადა ჭიჭიკიამ პოლიციაში.

- აჰა ბლანკი და აღწერე, როგორია შენი ცოლი.

- კაი, მარა ერთი პირობით: რო იპოვით, არ აჩვენოთ ეს ბლანკი.