ენამოსწრებული ბავშვი - კვირის პალიტრა

ენამოსწრებული ბავშვი

ჩემს მეზობელ ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი შვილი ჰყავთ, 8 წლის გიორგი და 2 წლის ლუკა. რამდენიმე დღის წინ, ლუკას დაბადების დღეზე, დედამ ტორტი გამოაცხო და ლამაზად გაფორმება გადაწყვიტა.სანთლებისთვის ფერადი ლენტების მიბმა უნდოდა, მაგრამ ვერაფრით მოახერხა და ქმარს სთხოვა, - მე ვერ მივაბი და მოდი, დამეხმარეო. მეუღლე ამ დროს გიორგის ეთამაშებოდა. რა თქმა უნდა, გიორგის არ მოეწონა, მამას რომ "ართმევდნენ" და დედას გულმოსულმა უთხრა:

- გიგი ბიძიამ დენს მიაბა ნაგავი და შენ სანთელზე ლენტის მიბმა გაგიჭირდა?!

ს. მოდებაძე, თბილისი