ანეკდოტები
კაცი მკითხავთან მივიდა. მკითხავმა ბანქოს ჩახედა და ეუბნება:
- ვაიმე, რა უბედურებაა... ორ დღეში ცოლი მოგიკვდებათ...
- ეგ ვიცი, შენ ის მითხარი, დამიჭერენ თუ არა?
კაცი მკითხავთან მივიდა. მკითხავმა ბანქოს ჩახედა და ეუბნება:
- ვაიმე, რა უბედურებაა... ორ დღეში ცოლი მოგიკვდებათ...
- ეგ ვიცი, შენ ის მითხარი, დამიჭერენ თუ არა?
სვანეთში 3D ფილმის ჩვენება მაყურებლებსა და ფილმის პერსონაჟთა შორის ჩხუბში გადაიზარდა.
ცოლი ქმარს დასტირის:
- ჩემო უბედურო, ისე წახვედი, არაფერი არ დაგრჩენიააა!
- როგორ არა, ორი გოგო და ერთი ბიჭი ხომ დატოვა? ეგ მთელი სიმდიდრეა, - უპასუხებს მეზობელი.
- არც ეგენია მაგისიიი...
ნარკომანი რუსთაველზე ტაქსის აჩერებს და ჯდება.
- ჯიგარ, რუსთაველზე რამდენად გამიყვან?
- უკვე რუსთაველზე ვართ... - გაუკვირდა მძღოლს
ნარკომანმა ხუთლარიანი მისცა, მანქანიდან გადავიდა და მიუბრუნდა:
- ჯიგარ, აწი ნელა იარე, რა, თავი არ გიყვარს?