ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- რატომ დადიან ეს მანქანები ტროტუარზე?

- ღერძულა ხაზის გადაკვეთა 100 ლარი გახადეს და ეშინიათ...

სვანი ექიმთან:

- რა ადგილას იგრძენით ტკივილი?

- სათიბში.

- ალო. კეთილმოწყობის სამსახურია?

- დიახ, რა ჯანდაბა გინდა?!

- ჩემი სიდედრი ქალის ნამდვილი იდეალია, ბუნების ქმნილებაა, მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს...

- რა ნაკლი?

- სუნთქავს.

- გაგიგონია, კაცო? ძროხა ვერ მოვწველე...

- რათა, კაცოუ?

- რავი, მაგისიც... ისეთი დაღლილი მოვიდა ნახირიდან, ვედრა რომ შევუდგი, ზედ ჩამოჯდა...