ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- პარლამენტი რომ ქუთაისში გადავა, აქ პრეისტორიულ მუზეუმს აკეთებენ.

- როგორ?

- გიგი წერეთელი, ხათუნა გოგორიშვილი და მიხეილ მაჭავარიანი რჩებიან.…

რესტორანში კაცი მარტო მჯდარ გურულ ქალთან მივიდა:

- ქალიშვილო, თქვენ ცეკვავთ?

- ვაი შენს პატრონს, უბედურს, ვერ ხედავ, კი არ ვცეკვავ, ვჭამ!

- როგორ ხარ, ჭიჭიკია? - ურეკავს მეგობარი.

- ეე, შენ რა გითხარი, კარგ ხასიათზე ვიყავი, ეს რა გამახსენე!..

ავადმყოფი მედდას:

- რა არის ეს, რა საზიზღარი წამლები მომიტანეთ!

- რა წამლები, ბატონო, ეს თქვენი სადილია!