ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ო, ლამაზო ხეო, მაგარი მანქანა მინდა, ბევრი ფული, ლამაზი ცოლი....

- ეგ ნატვრის ხეა?

- ალბათ, თორემ ერთ ცალში 980 ლარს რატომ გადაიხდიდა თბილისის მერია?

(იხ. palitratv.ge)

ჭიჭიკიას გოგო შეეძინა, ძმაკაცი ეკითხება:

- შენი გოგონა დედამისს ჰგავს?

- არ ვიცი, ჯერ ლაპარაკი არ დაუწყია...

- შე საზიზღარო, კიდევ დალიე, ხომ?

- არა!

- დალეული გაქვს!

- არა!

- კი-მეთქი!

- არა!

- აბა, გადი სამზარეულოში, ნათურა გამოცვალე!

- დავლიე!

- მამა, რას ჭამ? - ეკითხება შვილი ჭიჭიკიას.

- სადაა, შვილო, საჭმელი, გეიწიე იქით, ვამთქნარებ...