ანეკდოტები
- ნახე, 3D-ში მთავრობა გამოვიძახე.
- მერე?
- მერე ვეღარ ვთიშავ, ეტყობა, აქედანაც არ მიდიან.
მარო მიხოს:
- მე რომ უცხო კაცთან წავიდე, გული დაგწყდება?
- უცხო კაცზე გული რატომ უნდა დამწყდეს, დედაკაცო?!
ორი ტიპი ხვდება ერთმანეთს:
- შენ ვინ ხარ?
- მე - იურისტი.
- მიშისტი გამიგია, ბიძინისტი გამიგია, იური ვინღაა, ახალია ვინმე?
- რაზე ოცნებობ, მიხო? - ეკითხება მარო.
- რაზე და, ოკეანეში რო მივცურავდე საკუთარი იახტით.
- მე სად ვარ?
- შენ იქვე, ზღვაში იხრჩობი.