ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- თუ აღიარებ, ექვს თვეს მოგცემენ.

- თვეში ხუთი ათას ლარს აძლევს, ხო, ბიძინა პოლიტპატიმრებს? არ ყოფნის ჩემს ვალებს 6 თვე, იქნებ ერთი მაგდენი დაამატებინო პროკურორს.

მიხოს ეკითხება შვილი:

- მამი, კავკასიონი სად არის?

- დედაშენს ჰკითხე, მე რა ვიცი, სად რას ინახავს...

- სად ბრძანდებოდი, ვაჟბატონო? - ეკითხება მიხოს გაბრაზებული ცოლი.

- სად უნდა ვყოფილიყავი, დედაკაცო?

- წეღან დაგინახე, ღვინის სარდაფიდან ამოდიოდი.

- მაშ, სულ იქ ხო არ ვიჯდებოდი?