ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ეს ტელევიზორი რატომ არ გაიტანეთ გამოფენაზე?

- ძველი წარწერის გადაშლა და ახლის ამოკაწვრა ვერ მოვასწარით, ბატონო.

- ჭიჭიკია, ხომ არ დაგავიწყდა, ჩემი ვალი რომ გაქვს, 500 ლარი? - ეკითხება ბიჭიკია.

- რას ამბობ, ბუჯო, სიტყვას გაძლევ, სიკვდილამდე მემახსოვრება, - უპასუხებს ჭიჭიკია.

გურული მიდის ექიმთან:

- ექიმო, რაღაცას ვგრძნობ თავში.

- სინდისს გეფიცები, თავში არაფერი გაქვს.

კახელი შვილს არიგებს:

- ბალღო, ჯერ ჩვენებური ქალი მაიყვანე ცოლად, ხო იცი, მუშაობა არ ეზარებათ, ოჯახს ზედ გადაჰყვებიან, მერე, რო დაბერდები, გაუშვი და მეგრელი შაირთე.

- მეგრელი რატო, მამი?

- კაი დატირება იციან...