"შენ რო კაცს გაასწრებ, რაფრა იქნება?" - კვირის პალიტრა

"შენ რო კაცს გაასწრებ, რაფრა იქნება?"

ეს ამბავი მეზობელ სოფელში მოხდა. სოფლის სკოლაში მუშაობდა იაშა მასწავლებელი - მეტად განათლებული და პატივსაცემი კაცი, თან - ძალიან ენაკვიმატი. ცალი ფეხით კოჭლობდა და თვითონაც ხშირად ხუმრობდა ამაზე. სამსახურში მუდამ ფეხით დადიოდა. ერთხელაც სკოლიდან სახლში მოდის ბატონი იაშა. გვერდით მისმა ყოფილმა მოსწავლემ ჩაუარა, გივიმ - მუდამ ორიანებს რომ იღებდა, თუმცა ეს დიდად არ ანაღვლებდა. გივი, რა თქმა უნდა, შეჩერდა.

- რაფერ ხარ, იაშა მასწავლებელო?

- შენ რო კაცს წამოეწევი და გაასწრებ, რაფრა იქნება?

შალვა ანდღულაძე. სოფ. მთისძირი