ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- შეხედე, რამდენი ხალხია მიტინგზე!

- აქ შეხედე, რა ცოტაა...

- ყველაფერი მქონდა: სახლი, ფული, მანქანა, ლამაზი ქალი, რომელსაც ვუყვარდი, მაგრამ ყველაფერი უცებ გაქრა, - უყვება ჭიჭიკია ძმაკაცს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ცოლმა გაიგო.

- ექიმო, მართალია, რომ ამბობენ, ფულით ჯანმრთელობას ვერ იყიდიო?

- მოიტა, კაცო, ვინ თქვა ეგ სისულელე?

- შენ არასოდეს ყოფილხარ ჩემი ერთგული, - ეუბნება გაბრაზებული ქმარი ცოლს.

- არა, ცდები, ძალიან ხშირად ვიყავი, - უპასუხებს ცოლი