ანეკდოტები
- სომხეთ-აზერბაიჯანს შორის თუ ატყდა ომი, სომხებს რუსეთი დაეხმარება, აზერბაიჯანს - თურქეთი, თურქეთს - ნატო. აქეთ ამერიკა ირანს დაარტყამსო, ჩვენ რა უნდა ვქნათ, ნეტავ?
- რა და, მიშამ ხომ თქვა, ევროპაში ვიზები არ გვინდაო, თანაც 22 ევროდ ვიფრენთო. წავიდეთ ყველა და რომ დაწყნარდება ყველაფერი, ჩამოვიდეთ.
- ექიმო, ჩემს ქმარს ერთი ფეხი მეორეზე მოკლე აქვს და რა უნდა ქნას?
- უნდა იკოჭლოს.
ჭიჭიკია ბიჭიკიას:
- გაიგე, ბუჯო? შალიკიამ ცოლი მოიყვანა და ერთ კვირაში მოკვდა.
- დიდხანს არ უწვალია საწყალს.
მიხოს ეუბნება ცოლი:
- მიხო, რაღაც არ მომწონხარ, ექიმთან უნდა წაგიყვანო...
- ექიმს რა, მოვეწონები?