მაღალი ქალი - კვირის პალიტრა

მაღალი ქალი

ეს ამბავი გურიის ერთ სოფელში მოხდა. აქ ერთი ტანმორჩილი კაცი ცხოვრობდა, სახელად გურამი. 40 წელს გადასცილდა, მაგრამ ცოლი ვერა და ვერ მოიყვანა. მთელი სოფელი უჩიჩინებდა, მაგრამ საშველი არ დაადგა. განსაკუთრებით ენაკვიმატობით  აფრასიონი აქტიურობდა და რამდენჯერაც უნდა შეხვედროდა გურამს, იმდენჯერ რაღაც საქილიკოს ეტყოდა. ერთხელაც გურამი მთელი თვით დაიკარგა. აფრასიონი ხუმრობდა, ცოლი ვერ მოიყვანა და გათხოვდა, ალბათო. ერთი თვის შემდეგ გამოჩნდა გურამი ვიღაც ორმეტრიან ქალთან ერთად. რა თქმა უნდა, გაიგო აფრასიონმა და გახარებულმა სახლში მიაკითხა. გურამმა იფიქრა, სანამ რამეს მეტყვის, დავასწრებო და მიახალა:

- აჰა, აფრასიონ, მოვიყვანე ცოლი.

აფრასიონმა ახედ-დახედა გურამზე სამჯერ მაღალ ქალს და ჰკითხა:

- კი მარა, ეს ქალი მთლიანად მეიყვანე, გურამია?

დ.ბ. გურია