ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- აუ,  ამ ბანკში მოგელაძის  ბიჭები იყვნენ უკვე, რა ყველაფერი დასწრებაზეა ამ ქალაქში, წამო, სხვა ბანკი გავძარცვოთ.

- ექიმო, სისხლის აღება მინდა!

- სვანი ხარ, ბიჭო?

- ჭიჭიკია, შალიკიას ცოლი მოუყვანია და შემოგვითვალა, ამოდითო.

- რავა ყველაფერში დახმარება უნდა მაგ გაჭირვებულს!

საგანგებო სიტუაციების სამსახურის სპეციალური განცხადება:

"ყალბი გამოძახებისთვის დაწესდა ჯარიმების ახალი ტარიფი:

სასწრაფოს გამოძახებისთვის - 100 ლარი!

პატრულის გამოძახებისთვის - 200 ლარი!

სახანძროს გამოძახებისთვის - 300 ლარი!

სამივეს გამოძახების შემთხვევაში 20%-იანი ფასდაკლება!"

ექიმი ეკითხება პაციენტს:

- სვამ?

- არა.

- ეწევი?

- არა.

- ტყუილად წვალობ, მაინც გიპოვი რამეს...