ფეხბურთის ფანი პოლიციელი - კვირის პალიტრა

ფეხბურთის ფანი პოლიციელი

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ხშირია მატჩები, სადაც გულშემატკივართა რაოდენობას გუნდების სათადარიგო ფეხბურთელების რაოდენობა აღემატება. სწორედ ასეთი მატჩი უნდა ჩატარებულიყო ლოკომოტივის სტადიონზე. მე და ჩემი მეგობარი იქვე მივსეირნობდით, საქმე არაფერი გვქონდა და მეგობარმა მითხრა, მოდი, შევიდეთ, დრო მოვკლათო. მატჩის დამთავრებამდე ცოტა დრო დარჩენილიყო. მივედით და ასეთ ამბავს შევესწარით: სტადიონის ღობეზე ორი მოზარდი შემხტარიყო, ქვემოთ კი პოლიციელი იდგა და უყვიროდა: - სად მიძვრებით, თქვე მამაძაღლებო, დაბრუნდით უკან, ჯერ არ დამთავრებულა ფეხბურთი!

გ. ჯავახაძე, თბილისი