ფეხბურთელი დაწყევლა - კვირის პალიტრა

ფეხბურთელი დაწყევლა

წინა ნომერში სტადიონზე მომხდარი კურიოზი გამოქვეყნდა და მეც მინდა ერთი ასეთი გავიხსენო. მოგეხსენებათ, საქართველოში ყველაზე მეტი მაყურებელი ქუთაისის "ტორპედოს" სტადიონზე დადის. რამდენიმე წლის წინ ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "დინამოს" მატჩს ვესწრებოდი. "ტორპედოში" მაშინ თამაშობდა თავდამსხმელი, გვარად კვატაშიძე. ერთ დროს კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ უკვე ასაკი ეტყობოდა და ვერ დარბოდა. ერთ მომენტში "დინამოს" ახალგაზრდა ფეხბურთელმა ბურდულმა კვატაშიძე მოცელა, სტადიონი წამით გაირინდა, ამ დროს ჩემ გვერდით მჯდომი ქუთაისელი წამოხტა და აღშფოთებულმა მიაძახა: - რას უშვები, შე ოხერო?! არ მეიყარე მაგის ხნის!

გ. ჯავახაძე. ქუთაისი