ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

პენსიონერთა საყოველთაო დაზღვევის ერთ-ერთ პირობაში წერია: მშობიარობის ხარჯების 90%-ს ფარავს სახელმწიფო.

- მოიწი, კაცო, ჩემკენ, მშობიარობას 90%-ით აფინანსებს მთავრობა.

- ადრე სად იყვნენ, ეხლა აქეთ რომ მოგვცენ ფული, მაინც ვერაფერს ვიზამ...

ქუთაისელი ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიჩითა. საღამოა და ადმინისტრატორი ურეკავს:

- თქვენი ყავა ლოგინში?

- რაის ლოგინში, ჩაშკაში, სიმონ!

სვანმა ტყუპისცალი მოიყვანა ცოლად. რამდენიმე თვის შემდეგ ძმაკაცი ეკითხება:

- ეგ დები ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და სექსის დროს ხომ არ გერევა?

- რას ჰქვია მერევა, ჩემი ქვისლივით დებილი კი არ ვარ!