ზარმაცი ქმარი - კვირის პალიტრა

ზარმაცი ქმარი

ეს ამბავი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ლადო ბ-ძე მეტად ზარმაცი კაცი იყო. შეეძლო მთელი დღე სოფლის ბირჟაზე დომინო ეთამაშა. ლადოს ცოლი, ზაირა, მშრომელი და მუყაითი ქალი გახლდათ, მთელი ოჯახის ტვირთი მას აწვა მხრებზე. ყოველდღე ქმრის წყევლა-კრულვაში იყო, ცდილობდა, რაიმე შეესმინა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

ერთ დღეს ზაირამ საქონელს მიხედა, მერე ნახევარი ეზო დაბარა, საღამოს საჭმელი გააკეთა. დაღლილ-დაქანცული დასაძინებლად დაწვა. ქმარი მოგვიანებით მოვიდა - ისიც "დაღლილი", ოღონდ დომინოს თამაშით.

ამჯერად ზაირას ხმა არ გაუცია. ლადომ კი, დაწვა თუ არა, ზაირას მასთან გადასვლა შესთავაზა. ეს უკვე ბოლო წვეთი იყო! წამოხტა გაბრაზებული ზაირა და მთელი ხმით დასჭექა:

- მე წავალ ახლა, მოვიყვან შენს ნათესავებს, მოვუყვები, მთელი დღე რამდენი საქმე გავაკეთე და კიდევ თუ მაგის ღირსი ვარ, იმათ გაარჩიონ!

ვოვა ბაბუნაშვილი. წყალტუბო.