ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ქალი და გეოგრაფია

(კონტინენტების მიხედვით)

15-25 წლამდე აფრიკას ჰგავს. ცხელია და დიდი ნაწილი - ხელუხლებელი.

25-დან 35 წლამდე აზიას ჰგავს - ეგზოტიკურია და იდუმალი.

35-45 წლამდე ჰგავს ამერიკას - კარგად ნაცნობი და შესწავლილია, მაგრამ მაინც საინტერესო.

45-55 წლამდე ევროპის მსგავსია - თითქმის ყველაფერი ნანახი და გამოცდილი აქვს, მაგრამ თუ მოინდომებ, მაინც უპოვი საინტერესო ადგილებს.

55-65 წლამდე ავსტრალიას ჰგავს - ყველამ იცის, სად მდებარეობს, მაგრამ თავს არ იწუხებენ მის მოსანახულებლად.

ცოლი შეუსწრებს ქმარს დაბალ ქალთან:

- შე დამპალო, ხომ შემპირდი: აღარ გიღალატებო?

- თანდათან ვანებებ, რა.…

ცოლი ქმარს ეუბნება:

- ძვირფასო, ხალიჩას მიყიდი?

- ცოცხითაც კარგად იფრენ...

ორი სვანი წავიდა სანადიროდ. ერთი უცებ მიწაზე დაეცა და თვალები ამოატრიალა. მეორე სვანმა ხელი სტაცა მობილურს და 112-ზე დარეკა.

- ჩემი მეგობარი დაეცა და მოკვდა. როგორ მოვიქცე? - ეუბნება აფორიაქებული ოპერატორს.

- დაწყნარდით, პირველ რიგში დარწმუნდით, რომ ნამდვილად მკვდარია...

რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ოპერატორმა გასროლის ხმა გაიგონა.

- დავრწმუნდი, ახლა როგორ მოვიქცე? - იკითხა სვანმა.