ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- გაიგე, ჩვენი გამგებლისთვის მთავრობას 6 ათასი ლარი პრემია მიუცია.

- რა გინდა მერე? ხომ თქვა ბიძინამ, ფულს ჩავრიცხავ და კახეთს მოახმარეთო. ჰოდა, კახელია ჩვენი გამგებელიც!

მიხო ექიმმა გასინჯა. მერე კი ჰკითხა;

- ბიჯო, რამდენი წლისა ხარ შენ?

- შემოდგომაზე ორმოცდაათისა ვხდები, - მიუგო მიხომ.

- მა, რახამც შენ იტყვი, აი...

მიხო და მარო ოპერაში არიან, მიხო ეუბნება მაროს:

- ვა, იმ ქალს რა მაგარი ვოკალი აქვს...

- ვოკალის ყურებას თავი დაანებე და სიმღერას მოუსმინე!

- არ გიტყდება, საგიჟეთში რომ მუშაობ?

- რას ამბობ, ბიჭო, ნაპოლეონს რომ წაუთაქებ და ლენინს ხელებს შეუკრავ, ამას რა ჯობია?