ახალი კბილები
ახალი კბილები
მოგესალმებით, "პალიტრა"! მინდა ერთი ამბავი გიამბოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გადამხდა. პროფესიით სტომატოლოგი ვარ და ხშირად ვხვდები კურიოზებს, მაგრამ ეს შემთხვევა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

გურიის ერთ-ერთ რაიონში ვმუშაობდი. ერთხელ გურული ცოლ-ქმარი მეწვია. აშკარა იყო, რომ ქმარი ცოლს ძალით წამოეყვანა. "საზოგადოებაში მუშაობს ეს სასიკტილე და იქნება კბილები ჩოუსვაო", - მთხოვა ქალმა. დავიანგარიშეთ და 600 ლარი სჭირდებოდა. შეწუხდა ქალი, მაგდენი ფული არ მაქვსო, ცოტა ხანს დაფიქრდა და მეუბნება: - ნახევარს მოგცემ, დანარჩენს,
კვირას ბაზარში გავყიდი ინდოურს, გოჭს, ქათამს და მერე გადაგიხდიო. ამ დროს მიუბრუნდა ქმარი და სრულიად სერიოზულად ეუბნება: - ქალო, მაგათი ხორცი რო ვჭამო, მიტო მინდა აი კბილები, თვარა ეგენი თუ გაყიდე, კბილები რა თავში ვიხალო მერეო...

გიორგი ბ-ძე, თბილისი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები