ახალი კბილები - კვირის პალიტრა

ახალი კბილები

მოგესალმებით, "პალიტრა"! მინდა ერთი ამბავი გიამბოთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გადამხდა. პროფესიით სტომატოლოგი ვარ და ხშირად ვხვდები კურიოზებს, მაგრამ ეს შემთხვევა ყველაზე მეტად დამამახსოვრდა.

გურიის ერთ-ერთ რაიონში ვმუშაობდი. ერთხელ გურული ცოლ-ქმარი მეწვია. აშკარა იყო, რომ ქმარი ცოლს ძალით წამოეყვანა. "საზოგადოებაში მუშაობს ეს სასიკტილე და იქნება კბილები ჩოუსვაო", - მთხოვა ქალმა. დავიანგარიშეთ და 600 ლარი სჭირდებოდა. შეწუხდა ქალი, მაგდენი ფული არ მაქვსო, ცოტა ხანს დაფიქრდა და მეუბნება: - ნახევარს მოგცემ, დანარჩენს, კვირას ბაზარში გავყიდი ინდოურს, გოჭს, ქათამს და მერე გადაგიხდიო. ამ დროს მიუბრუნდა ქმარი და სრულიად სერიოზულად ეუბნება: - ქალო, მაგათი ხორცი რო ვჭამო, მიტო მინდა აი კბილები, თვარა ეგენი თუ გაყიდე, კბილები რა თავში ვიხალო მერეო...

გიორგი ბ-ძე, თბილისი