როცა სამშობიარო ტკივილები მამაზე გადადის (ანეკდოტები) - კვირის პალიტრა

როცა სამშობიარო ტკივილები მამაზე გადადის (ანეკდოტები)

სამშობიაროში მისულ ორსულ ქალს ექიმი ეუბნება:

- თუ გნებავთ, ახალი მეთოდით გამშობიარებთ...

- როგორია ეგ ახალი მეთოდი?

- ტკივილები ბავშვის მამაზე გადავა.

ქალი დათანხმდა. მშობიარობის შემდეგ ქმარს ურეკავს სახლში და ეკითხება:

- რას შვრები, ისვენებ?

- ვინ მოგასვენებს, მეზობელმა ყვირილით კინაღამ დაანგრია აქაურობა!

ძებნაშიაო

სვანს მიასვენებენ და სურათი შემობრუნებული მიაქვთ. რატომო, ეკითხება ვიღაც. ძებნაშიაო, - უპასუხებენ სვანები.