ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

ცოლი სააბაზანოდან პირსახოცშემოხვეული გამოდის და იმწამსვე ქმარი შერბის დასაბანად. ამ დროს ზარის ხმა ისმის. ქალი კარს აღებს. შემოსასვლელში მეზობელი ნუგზარი დგას და  უყურებს.

- 500 დოლარს მოგცემ, მაგ პირსახოცს თუ ორი წუთით შემოიხსნი! - ამბობს პირდაღებული.

ქალმა პირსახოცი შემოიხსნა, ფული გამოართვა და კმაყოფილმა მიხურა კარი.

- ვინ იყო? -– იკითხა სააბაზანოდან გამოსულმა ქმარმა

- ნუგზარი იყო, სართული შემეშალაო.

- ჰო, მართლა, ჩემი ვალი უნდა მოეტანა, 500 დოლარი!… ხომ არ მოუცია?!.

ჩინელს ჰკითხეს:

- მოგწონს ნიუ-იორკი?

- ძალიან! სისუფთავეა,… სიწყნარეა და… ცოტა ხალხი...…

გოგონა ზის ბარში. უკან ბიჭმა ჩაუარა. გოგომ თვალი გააყოლა. ბიჭი შემოტრიალდა და უთხრა:

- ერთი ნახვით შეყვარების გჯერა თუ კიდევ ერთხელ ჩავიარო?

განცხადება

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ახალი ჯარიმები:

სახანძროს ყალბი გამოძახებისთვის - 100 ლარი!

პატრულის ყალბი გამოძახებისთვის - 200 ლარი!

სასწრაფოს ყალბი გამოძახებისთვის – 300 ლარი!

სამივე სამსახურის ყალბი გამოძახების შემთხვევაში - 20%-იანი ფასდაკლება!