ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ჩემი სიყვარული ხარ, ჩემი ანგელოზი ხარ, ჩემი ოქრო ხარ და ჩემი ღვთაება ხარ...

- ოცნება არ ვარ შენი?

- კი ხარ, მაგრამ ხომ იცი, სახელმწიფო სამსახურში ვმუშაობ და მაგას ვერ გეტყვი.

მეგრელი და სვანი ლიფტში გაიჭედნენ.

სვანი ყვირის:

- მიშველეთ! მიშველეთ!

მეგრელი ეუბნება:

- ერთად ვიყვიროთ, ერთად!

სვანი ყვირის:

- ერთად! ერთად!

თვითმფრინავი ვარდება. ქუთაისელი სტაცებს ხელს პარაშუტს...

- სად მიდიხარ? – ანამუსებს სტიუარდესა, - ვერ ხედავ, რამდენი ქალია სალონში?

- გიჟი ხომ არა ხარ, საცაა მიწას დევენარცხებით, სა მცალია ახლა მე ქალებიზა?

გურულმა შვილი იტალიაში გაუშვა სასწავლებლად.

რამდენიმე წლის შემდეგ შვილი დაბრუნდა.

- აბა, შვილო, ისწავლე რამე?

- კი, მამი...

- აბა, როგორ არის იტალიურად სკამი?

- სკამენცო...

- სტოლი?

- სტოლენცო...

- ეე, შვილო!!! მოკიდე ხელი თოხენცოს და ჩადი ისევ ყანენცოში...

სვანს ეკითხებიან:

- ტყეს ხედავ?

- ვერა, ხეები მეფარება.