ახალი რეკლამები - კვირის პალიტრა

ახალი რეკლამები

"ჯეოსელის" ახალმა სარეკლამო რგოლმა სოციალურ ქსელებში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. "დაიმახსოვრე, ოცნებებში არ უნდა გადასახლდე" - სწორედ ეს ფრაზა გახდა ზოგიერთის გაღიზიანების საფუძველი. დაბეჯითებით ვერავინ იტყვის, ეს უბრალო დამთხვევაა თუ შეკვეთილი რეკლამა, თუმცა იდეა მართლაც ფანტასტიკურია. ჩვენი ბიზნესის დღევანდელი მდგომარეობა მოგეხსენებათ, ჰოდა, ხელისუფლებას რამდენიმე რჩევას მივცემთ: გამოიყენეთ შანსი და ყველა ბიზნესმენს მოსთხოვეთ არა მხოლოდ ასეთი ტექსტების გამოყენება სარეკლამო რგოლში, არამედ პროდუქციის თუ კომპანიისთვის სახელის შეცვლა წინასაარჩევნო პერიოდში მაინც. ასეთ შემთხვევაში რეკლამებიც საინტერესო და დასამახსოვრებელი იქნება. რამდენიმე მაგალითს ჩვენ მოგაწვდით და თავად დარწმუნდებით.

ორთვიანი აქცია "სარგებელბანკისაგან"! სესხები 25%-ის ნაცვლად უკვე 5%-ად! პირადობის მოწმობის გარეშე, მხოლოდ 5-იან შემოხაზული საარჩევნო ბიულეტენის ფოტოსურათით! მეტი სარგებელი ხალხს!!!!

მხოლოდ გლდანელებისთვის! გახსენით ლუდი "ხაჩირაშვილი 5 ნომერი" და სახურავში იპოვეთ 1000 მაისური და რაც მთავარია, მთავარი პრიზი - არჩევნების შემდეგ გლდანის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თანამდებობა!!!!

აქ მთავრდება ოცნება და იწყება რეალობა! ვაფლის შოკოლადი "ბარამიძე"!

გამოავლინეთ რუსეთის აგენტები და აკნატუნეთ ჩვენთან ერთად! მზესუმზირა "წიკლაური"!!!

მობილური ოპერატორი "ჩიორა-ჯიესემი"-ს ყველაზე დაბალი ტარიფები: 1 წუთი დსთ-ის ქვეყნები - 5 თეთრი, ამერიკა და ევროპა - 5 თეთრი, საჩხერე - 41 ლარი!!!

ყველაფერს ფულით ვერ იყიდი, სხვა დანარჩენისთვის ბარათი "მოგელაძე" არსებობს!!!

მხოლოდ დახვეწილი გემოვნების ამომრჩევლისთვის ახალი, ელეგანტური "მიშა-პასსატ". 30 ათასი სპეცნაზელის ძალით და 5,5 ძრავათი!

შეიძინეთ ფიტნესფამფი "ვანო" 5,5 ლარად! თუ თქვენ დარეკავთ ახლავე, საჩუქრად გადმოგეცემათ ულტიმედ ჩოფერი "თავხელიძე"!

რა დილა თენდება, უბანი იხსნება,

სულების შრიალი და მკვდრების ხმა, ურნებიც ივსება.

მიშა მღერის, მიშა ხარობს, ბრუნავს კარუსელი,

ჯანდაცვა -ხალხს, დაზღვევა - ხალხს, რა გინდათ სხვა?!

ლიმონათი "ცესკო"  გინდათ?

გაწუხებთ შიმშილი? ეშვებით ოცნებებში? მიიღეთ წამალი "სოდი" და სამყაროს სხვა თვალით შეხედავთ (უკუჩვენება ვერავინ აღმოაჩინა)!