რჩევა მიიღო - კვირის პალიტრა

რჩევა მიიღო

ეს ამბავი ამ რამდენიმე თვის წინ მოხდა. ერთი ახლობელი მყავს, სპარტაკი, ძალიან მხიარული ადამიანი. ავტობუსის მძღოლია. ერთხელ ავარია მოუხდა - მსუბუქ მანქანას დაეჯახა. ძვირადღირებული მანქანა არ იყო, მაგრამ ნაწილების ძებნა რომ დაიწყო, გაარკვია, რომ ასეთი საქართველოში სულ ორიოდე დადიოდა. რა ექნა - პატრონისთვის ან ახალი უნდა ეყიდა, ან - ფული მიეცა. მანქანის მფლობელი 70-ს გადაცილებული კაცი იყო. შვიდი ათასს ითხოვდა, სპარტაკი კი ხუთზე მეტს ვერ იხდიდა.

- რა ვქნა, ბიძაჩემო, - უთხრა ერთხელ გაბრაზებულ მოხუცს სპარტაკმა, - 5 ათასს მოგცემ, მეტი არ მაქვს. რომ მიჩივლო, სასამართლო კი დამიწესებს 7 ათასის გადახდას, მაგრამ გადამახდევინებს 50 ლარობით, ჰოდა, შენ მაგ ფულის აღებას ვერ მოესწრები, ამიტომ აიღე ეს 5 ათასი, დამიჯერე, შენთვის ასე აჯობებს.

თქვენ წარმოიდგინეთ, მოხუცმა რჩევა ყურად იღო და ფული გამოართვა.

გურამი. ჭიათურა.