არ მოვკვდი, შე კაცო!.. - კვირის პალიტრა

არ მოვკვდი, შე კაცო!..

მოგეხსენებათ, რომ ქართულ სოფლებში არსებობს საგვარეულო სასაფლაოები, სადაც ყველა გვარს თავისი ადგილი აქვს გამოყოფილი. ასეთი ტრადიციაა ვანის რაიონის სოფელ მუქედშიც. ჰოდა, აქ ერთი კაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილის ძმას, შიოს, საფლავის ადგილი არ მოეწონა - ჩემი ძმის გვერდით მე უნდა დავმარხულიყავი, მანდ ადგილი აღარ არის და მე სად მიგყავარო? - უსაყვედურა მესაფლავეს.  მესაფლავემ თავი გაიმართლა, მაგ ადგილას, შიო ბატონო, ხუთი წლის წინ სხვა გვარის კაცი დავმარხეთ და სად იყავი მაშინო?

- არ მოვკვდი, შე კაცო, მაშინ და რა მექნა?! - გაბრაზდა შიო.

გ. ბაღდავაძე, ქუთაისი