ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ხედავ,  ბიძინამ რა თქვა ჩვენთან შეხვედრაზე? სახელმწიფოს ჩარევა არ იქნება და კონკურენცია დაიწყებაო.

- კონკურენცია რა არის?

ბანკომატთან მიდის ბავშვიანი ქალი და ფულს იღებს. პატარა ეკითხება:

- დედიკო, დედიკო, ამაში მამიკო ზის?

ოფისში:

- გამარჯობა, თქვენ ეძებთ ახალ ბუღალტერს?

- ძველსაც ვეძებთ... მე იმის....

ბაზარში:

- რა ღირს ხორცი?

- 15 ლარი.

- კი მაგრამ, გვერდით 8 ლარად ყიდის...

- მერე იქ რატომ არ იყიდე?

- აღარ მაქვსო.

- ჰოდა, მეც რომ აღარ მექნება, გამოიარე და 5 ლარად მოგყიდი...

- დედა, სკოლაში ყველა დიდთავას მეძახიიიის...

- ყურადღებას ნუ მიაქცევ, შვილო, წადი, მაღაზიიდან 5 კილო კარტოფილი ამოიტანე.

- რამე პარკი მომეცი.]

- არ გინდა პარკი, ქუდში ჩააწყვე.