ვარდნალა - კვირის პალიტრა

ვარდნალა

ნაციონალის სატკივარი (ასათიანისებურად)

რა კარგი იყო სკამებზე

ჩვენ რომ ვიყავით მსხდომარი,

ვარდებიანი მიშიკო,

ედვარდის დანატოვარი.

ჩემი ჯიპი და პრემია

და კაბინეტი ქებული,

ჩემი ლამაზი მდივანი,

კისრიდან ფეხდაწყებული.

ჩემი სუში და ხამანწკა,

ჩემი მწვადი და სარდელი,

და ვერა - დიასახლისი,

ეკონომიკის მმართველი.

რა კარგი იყო მთავრობა,

როგორი სათაყვანები,

ამერიკული სიმინდით

გადაჭედილი ყანები....

შოპინგი, მივლინებები,

გაუმჭვირვალე ხარჯები,

ვერ დავივიწყებ ვერასდროს,

ნაციონალი დავრჩები...

გახსოვს, ლისაბონს ვიზიტი? -

ქალები, სექსის გიჟები,

სახლში რომ სიმწრით

დავბრუნდით

მათგან დაღლილი ბიჭები.

გახსოვს, ნიანგი ზუგდიდში,

აჭარა, მოცვით ამაყი,

ექსპორტად გამზადებული

კოლხეთის ჭალის ბაყაყი?!

გახსოვს, "მარშრუტკის"

ტენდერი,

პრესის "ბუტკების" ამბავი,

და ჩვენი მერი-ბატონი -

დენზე მიბმული ნაგავით...

ეჰ, რა იქნება, ხელახლა

დაიწყებოდეს თავიდან,

რაც არჩევნებმა შელახა,

რაც არჩევნებით წავიდა...

რა კარგი იყო მთავრობა,

როგორი სათაყვანები,

შენ, პრეზიდენტო, რად

დარდობ,

რამ დაგისველა თვალები?

ან შენ სადა ხარ, ვანიჩკა,

ვინ გვიპატრონებს შენსავით?

ჰეი, ნაცების დღეებო,

დაბრუნდებოდეთ ნეტავი!..

რა კარგი იყო, სკამებზე

ჩვენ რომ ვიყავით მსხდომარი,

ვარდებიანი მიშიკო,

ედვარდის დანატოვარი...