ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ხედავ, როგორ თამაშობს ჩვენი ნაკრები?

- ვატყობ, მოუწევთ მაგათ ენერგეტიკის სამინისტროში მუშაობა.

პალატის კარზე აკაკუნებენ. შემოდის მედდა, გადახდის საბანს პაციენტს, ჩახდის, გაუპარსავს ერთ ადგილს, გადააბრუნებს, გაუკეთებს ოყნას, ნემსს... მოკლედ, ყველა პროცედურას ჩაუტარებს და მიდის.

პაციენტი:

- ისა და... ხომ ვერ მეტყვით, შემოსვლისას რატომღა დააკაკუნეთ?

სვანი შეყვარებულს უგზავნის მესიჯს: "ძვირფასო, ტელეფონი ჩემთან დაგრჩა, არ ინერვიულო."

კაცი შედის ჩინურ რესტორანში ძაღლით. ოფიციანტი ეუბნება:

- უკაცრავად, ბატონო, აქ საკუთარი კერძით შემოსვლა სასტიკად აკრძალულია.

ორი არაბი შეიხი საუბრობს:

- ვგიჟდები ტანმაღალ ქალებზე...

- მეც. ამას წინათ ორი კალათბურთის გუნდი შევირთე ცოლად.