ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- რა ქნეს, დაამტკიცეს ახალი მთავრობა?

- კი, ხუთი წუთის წინ...

- გლეხებს მოსავალი ვერ მიაქვთ სახლში! რას უშვრებით ხალხს! გა-და-დე-ქით!

მიხო და მარო კარნავალზე არიან. მარო ჩურჩულით ეუბნება მიხოს:

- მიხოვ, აგე ის მაღალი კაცი დამდევს, მოსვენებას არ მაძლევს, როგორ მოვიშორო?

- ნიღაბი მოიხსენი და მოგშორდება.

სვანი კბილის ექიმის კაბინეტიდან გამოდის, იქვე მდგარი პაციენტი ეკითხება:

- კიდევ გტკივათ კბილი?

- აბა, მე რა ვიცი, ექიმმა დაიტოვა...

მოშივებული ქმარი ცოლს:

- მაჭამე, ქალო, რამე!

- გუშინდელ ლობიოს შეჭამ?

- კი!

- ხვალ გაჭმევ!

ვაკელი ცოლი ფანჯრიდან იყურება და ქმარს გასძახის:

- ძვირფასო, ჩადი ახლავე ეზოში!

- რა მოხდა?

- შენი შვილი და ჩემი შვილი ჩვენს შვილს სცემენ...