"სხვა რამე დაუძახე, შე კაცო!.." - კვირის პალიტრა

"სხვა რამე დაუძახე, შე კაცო!.."

ამას წინათ ქუთაისის სტადიონზე ვიყავი. თუ გსურთ, ნამდვილი, იმერული იუმორის ეპიცენტრში აღმოჩნდეთ, სტადიონზე უნდა მიხვიდეთ. მოკლედ, იმდენი გემრიელი, ნაღდი ქუთაისური შეძახილი მოვისმინე, სულ დამავიწყდა ფეხბურთი. განსაკუთრებით ერთი მელოტი შუახნის მამაკაცი აქტიურობდა. როცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი ბურთს მიიღებდა, გამუდმებით მხოლოდ ერთსა და იმავეს ყვიროდა: `მოტეხე ფეხი! მოტეხე ფეხი!" ბოლოს ძალიან გადაამლაშა და როცა ოცდამეხუთედ დაიძახა, მოტეხე ფეხიო, ჩემ გვერდით მჯდომმა ქუთაისელმა სრული სერიოზულობით ჰკითხა:

- მომისმინე ძმა, შენ, ალბათ, კასტილების ბიზნესი გაქ, თვარა სხვა რამე დაუძახე, შე კაცო!..

გივი მელაშვილი. თბილისი