პოლიტიკოსების საყვარელი ფილმები - კვირის პალიტრა

პოლიტიკოსების საყვარელი ფილმები

გაგიგიათ, ალბათ, ფრაზა: ”ცხოვრება კინოა, ხან ტრაგედიაა, ხანაც - კომედია..." ამ ბოლო დროს საქართველოში მართლა კინოსავით მიდის ყველაფერი. ჯერ იყო და, ”ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო, რაც ფანტასტიკურ ფილმს ჰგავდა, მერე - პრეზიდენტმა დემოკრატიული რაღაცები თქვა, რაც მელოდრამას წააგავდა, ახლა კი, ბაჩო ახალაიას დაჭერით, ქართული პოლიტიკა დეტექტიური ჟანრის ფილმს დაემსგავსა. ჩვენ გადავწყვიტეთ, არა პოლიტიკური პროცესები, არამედ თავად პოლიტიკოსები მიგვემსგავსებინა ფილმებისთვის და გაგვერკვია, რომელი შეიძლება იყოს ამა თუ იმ პოლიტიკოსის საყვარელი მხატვრული ფილმი. მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ საინტერესო შესაბამისობა მივიღეთ.

მიშა - ”მისტერ პიტკინი მტრის ზურგში"

ბიძინა - ”გრაფი მონტე კრისტო"

პარლამენტარები - ”წვიმის კაცი"

გუბაზი - ”ვარსკვლავეთის ომები"

უსუფაშვილი-ხიდაშელი - ”მისტერ და მისის სმიტები"

მარიამ საჯაია - ”სამი კაკალი კონკიასათვის"

ირაკლი ალასანია - ”ლამაზმანი" (ოღონდ კაცი)

ბაჩო ახალაია - ”კოშმარი თელების ქუჩაზე"

შაშკინი-ადეიშვილი - ”დიდი გასეირნება"

თეა თუთბერიძე - ”ეშმაკის ადვოკატი"

გიგი უგულავა - ”კაბარე"

დავით კეზერაშვილი - ”დაკარგული სამოთხე"

თეა წულუკიანი - ”დიდი სახლის პატარა დიასახლისი"

ქდმ - ”ქარწაღებულნი"

სოზარ სუბარი - ”ფიროსმანი"

წერეთელი, გოგორიშვილი, მაჭავარიანი - ”მილიონი წელი ჩვენს ერამდე"

ვანო მერაბიშვილი - ”სასიკვდილო იარაღი"

ირაკლი ღარიბაშვილი - ”სასიკვდილო იარაღი 2"

კუბლაშვილები - ”ზიტა და გიტა"

ნაციონალური მოძრაობა - ”მაკულატურა"

ნუგზარ წიკლაური - ”კერკეტი კაკალი"

სოფო ნიჟარაძე - ”იყო შაშვი მგალობელი"