ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- თაფლი გაქვთ?

- არა, რაც გვქონდა, სვიმონ მასხარაშვილმა იყიდა, ვიღაც ახალი პატიმრისთვის მინდაო.

ახალშერთული ცოლი დილით ნაზად აღვიძებს ჭიჭიკიას:

- ძვირფასო, ყავა ხომ არ გინდა?

- რა თქმა უნდა...

- გავარდი, აბა, სამზარეულოში... მე ორი კოვზი შაქარი ჩამიყარე...

კაცი ხტება მე-8 სართულის ფანჯრიდან. მეზობელი ეძახის:

- შე ოხერო, რას აკეთებ? ცოლმა რქები დაგადგა, ფრთები კი არა!..

ერთი გურული ეუბნება მეორეს:

- თავი ამატკივა ამ არაყმა!

- აპა, ძამა, ას გრამ ჭკუას რომ სამას გრამ ჭაჭას გადაასხამ, კაი დაემართება?!

ქმარი ეუბნება ცოლს:

- ძვირფასო, თავზე ბუზი გაზის.

- შენ გინდა თქვა, რომ ნეხვი ვარ?

- მე არა, მაგრამ ბუზს რას გამოაპარებ...