რას ჰქვია, არაფერი მჭირს!
რას ჰქვია, არაფერი მჭირს!
რამდენიმე თვის წინ ერთ კლინიკაში ვიყავი ექიმთან. ის იყო, კორიდორში გამოვედი, ვხედავ, ერთი შუახნის კაცი ექიმს ემუქრება:

- მე თქვენ გაჩვენებთ სეირს, თქვე უსინდისოებო!
ექიმი კი იღიმება. ძალიან დამაინტერესა ამ ამბავმა და მოჩხუბარი წავიდა თუ არა, მაშინვე იმ ექიმთან მივედი, რა მოხდა-მეთქი. აი, რა მოვისმინე: ეს კაცი გუშინ კუჭის ტკივილით მოვიდა კლინიკაში, ვეჭვობდით, რომ სერიოზულ დაავადებასთან გვქონდა საქმე, ამიტომ ვთხოვეთ, გამოეკვლია შინაგანი ორგანოები, რისთვისაც 200 ლარი გა
დაიხადა. პასუხები დღეს ვნახე და სრულიად ჯანმრთელია, მეც გახარებულმა ვუთხარი, რომ არაფერი სჭირდა, იმან კი ჩხუბი დაგვიწყო, რას ჰქვია, არაფერი მჭირს, 200 ლარი გადავიხადე, თქვენ ხომ არ უბერავთო?! ხომ ნახე, როგორ გვეჩხუბებოდაო, - ღიმილით დააყოლა ექიმმა

გ. მელაშვილი. თბილისი
444
20 ოქტომბერი 2019 11:28
Hini-ს
ექიმი თუ ექიმია რომ შემოგხედავს უნდა მიხვდეს ჯანმრთელი ხარ თუ არა, რა საჭიროა გამოკვლევები...
elene
14 ოქტომბერი 2019 07:02
iumori gesmit ras naxav uketesss :) martlacc vai tkvrns patronss
ეკა
14 ნოემბერი 2017 09:46
კახი ძლიერი ტკივილით მივიდა და რას ეტყოდა ექიმი, არ გამოვიკვლიოთ? 200 ლარი თავისი ჯანმრთელობისთვის დახარჯა,სხვისთვის ხომ არა? ე.ი. ექიმი რომ გეტყვის,ჯანმრთელი ხარ და არაფერი გჭირსო,ლანძღვა გინება უნდა ატეხო? ეს არის უბედურება,ჩვენნაირი უმადური და თავაშვებული ხალხი სადმე არსებობს განა?! ჭრელო პეპელა,ნურც გაფრინდები,ნურც მოფრინდები,დელიავ რანუნი!

როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა