პოეზიის ხუთი წუთი - კვირის პალიტრა

პოეზიის ხუთი წუთი

მარიამ საჯაიას (ჭანტურიასებურად)

თბილისი-ქუთაისი,

ჰალი-გალი,

დარბაზში მოდის

წყალი-წყალი,

მობილური და ბალი, ბალი,

ოცდაერთი წლის გოგო, –

ქალი...

- ხომ არ გეშინია?

- მეშინია...

- ვისი გეშინია?

- ბესელიას...

- კიდევ გეშინია?

- მეშინია...

- გესმის, ბესელია?

- ბესელია!

- კანონს  კითხულობ?

- მესიჯებს...

- მე პულტს დავაჭერ!

- დააჭერ?

- შენ არ დააჭერ?

- მე - არა...

- მაშინ მე ორჯერ

დავაჭერ...

რა კვორუმი და კვოტი,

წამო, ავაგდოთ პონტი,

დავიწვით, გოგო, შენი

შეყვარებულის ცოდვით...

თბილისი-ქუთაისი,

ჰალი-გალი...

წითელი სკამი, მარი, მარი,

მობილური და ბალი,

ბალი,

ოცდაერთი წლის გოგო

- ქალი...

ჰალი - გალი,

მარი - მარი,

გოგო - ქალი,

მარი ამი...

ლექსით შფოთვა (გალაკტიონისებურად)

გადმოფრენას თქვენი მიშა

დეკემბერშიც აპირებს,

ისევ ტირილს დაიწყებს და

მგონი, მეც ამატირებს...

ასე გავა ის სამიტიც,

ანგელა "მაპს" არ მოგცემთ,

თქვენ კი მაინც გააგრძელეთ,

ევროპა გააოცეთ...

ამას წინათ "ფეისბუქზე"

თვალი ვავლე ნაწერებს,

ქართული არ ვიცი, მაგრამ

მაინც მივხვდი, რას წერენ.

უკვე ყელში ამოვიდა

თუთბერიძის "ტიკები",

დაანებეთ მაგ ბაჩანას

სევდიანი ტვირთები.

დაგვანელა ამ ნაცების

ტირილმა და წუწუნმა,

მათ გამო აპატურაიმ

პირველ არხსაც უყურა.

ვატყობ, ძველი საქმეებიც

გაიხსნება, უთქმელი,

კიდევ ბევრი შეშფოთება

დამრჩა გამოუთქმელი!