ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- ჩქარა, ფული!...

- აგერ, ბატონო...

- კი მაგრამ, რატომ არ მიძალიანდები?

- გაგებით ვეკიდები, ბატონო...

მიხო თევზაობს. მაროც იქვე დგას და თევზს წვავს. უცებ მიხომ ოქროს თევზი დაიჭირა, მაროს გახედა და გასძახა:

- ჰა, დედაკაცო, შენით წახვალ თუ ვთხოვო?

- მაიზერ, გამოდი, კაცო, აქეთ, დანაღმულია მანდ!

- არ მესმის, რა მითხარი?

- დანიღმულია, გამოდი!

- არ მესმის, ხმამაღლა მითხარი!

ისმის აფეთქების ხმა.

- ხომ ვეუბნებოდი, დანაღმულია-მეთქი, საწყალი მაიზერი...

- არ მესმის, ვინ არის საწყალიო?

მიხო ეზოში მუშაობს, იქვე უსაქმოდ ზის მარო.

- დედაკაცო, აწიე საჯდომი და მომეხმარე!

- არ შემიძლია, ექიმმა ხომ მითხრა, მძიმეების აწევას მოერიდეო...

შორეული მეზობელი მიხოს:

- გილოცავ, მიხავ, ცოლი მოგიყვანია.

- ვაა, შენთანაც  ისმოდა, კაცო?!