გურული ტაქსისტი - კვირის პალიტრა

გურული ტაქსისტი

ამ რამდენიმე დღის წინ ტაქსით ვმგზავრობდი, მოგეხსენებათ, ტაქსის მძღოლებს ძალიან უყვართ პოლიტიკაზე საუბარი.

ყოფილ მთავრობაზე თითქმის ერთნაირი აზრი გვქონდა. აი, შევარდნაძის მმართველობაზე კი ჩვენი აზრები გაიყო. ტაქსისტი გურული აღმოჩნდა და შევატყვე, შევარდნაძე ძალიან მოსწონდა, მე კი უკან არ ვიხევდი და მაშინდელი ხელისუფლების შეცდომების იმდენი მაგალითი მომყავდა, ტაქსის მძღოლი კუთხეში მივიმწყვდიე, მან კი სრული გულუბრყვილობით ისეთი რამ მითხრა, ერთი საათი ვიცინოდი:

- კარგი რა, არ გახსოვს, რა ხდებოდა? რა უნდა ექნა შევარდნაძეს შევარდნაძის დროს?!

გ. მელაშვილი. თბილისი