"დაკოდილი ძაღლი" - კვირის პალიტრა

"დაკოდილი ძაღლი"

გომბორელ ლადო ქისტაურს მსუნაგი ძაღლი ჰყავდა, რომელიც ქათმებს ჭამდა. ლადომ თოფი ესროლა, მაგრამ ვერ მოკლა, დაჭრა, ანუ

როგორც მთის ხალხი იტყვის, - "დაკოდა". ამ სიტყვას იმერეთში სხვა დანიშნულება აქვს და მამრის ფუნქციაწართმეულს ნიშნავს. იმ მოკლე ხანში ლადოს სტუმრად იმერეთიდან მამიდაშვილი ეწვია. ეზოში ძაღლი გამოჩნდა. სტუმარი შეკრთა, თუმცა ლადომ გაამხნევა: - ნუ გეშინია ვაჟა, ეგ ძაღლი ვერას დაგაკლებს, დაკოდილია. ძალიან გაუკვირდა სტუმარს: - დაკოდილი რომ არ იყოს, კბენის გარდა, სხვა რამესაც შვრებოდა?!

რომან ზუკაკიშვილი, საგარეჯო