ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- გაიგე, გიგი უგულავამ მერიის ბალანსზე მყოფ ყველა თანამშრომელს 20%-ით გაუზარდა შემოსავალი.

- ვაა, როგორ მოახერხა, ნეტავ? ალბათ, თავისი შემოსავალი შეამცირა 20%-ით.

სვანმა მოიყვანა ცოლი და ეკითხება:

- ქალწული ხარ?

- არა!

გაბრაზებული სვანი ხანჯალს იშიშვლებს. დაჭრილი ქალი ამოიკვნესებს:

- თხის რქა ვარ...

ორთვიანი ურთიერთობის შემდეგ ქალი კაცს ეუბნება:

- საყვარელო, არ არის დრო, შენთან წამიყვანო და შენი მშობლები გამაცნო?

- ახლა კი, სანამ ჩემი ცოლი დასასვენებლადაა წასული, წავიდეთ.

ორი ლოთი ნაბახუსევზე ხვდება ერთმანეთს:

- გაიგე, ბიჭო, რობიზონამ სმას თავი დაანება...

- რა იცი?

- აგერ, გაზეთში წერია და სურათიც არის...