რას არ გაიგონებ
მამა მყავს იურისტი, როლანდ ჩოგოვაძე, მისგან გამიგია ეს ამბავი:
ქუთაისში ცხოვრობდა ერთი ცნობილი იურისტის ოჯახი, რომელიც მრავალშვილიანობითაც იწონებდა თავს. ამ პატივცემულ იურისტს იმდენად ჰყვარებია თავისი პროფესია, რომ შვილებისთვის ასეთი სახელები დაურქმევია: იური, დიული, ფაკული, ტეტი და ოთხივე ვაჟს დაამთავრებინა თურმე იურიდიული ფაკულტეტი.