მეწველი ძროხა - კვირის პალიტრა

მეწველი ძროხა

მეზობელი მყავს ერთი, რეზო, ძალიან ენაკვიმატი კაცია. ერთხელ რეზომ და მისმა ცოლმა გადაწყვიტეს მეწველი ძროხის გაყიდვა, თან - ძვირად. პირველ კვირას ძროხა ცოლმა წაიყვანა ბაზარში, თუმცა სასურველ ფასად ვერ გაყიდა და უკან მოიყვანა. მეორე კვირას რეზოს ჯერი დადგა. მოვიდა კლიენტი:

- რა ღირს შენი ძროხა?

- 800 ლარი.

- არ უკლებთ, ხომ?

- რავა გეკადრება, სამ ლიტრს იწველის, ბატონო...

- წინა კვირას ქალმა მითხრა, ხუთ ლიტრს იწველისო...

- მართალია, ბატონო, - არ დაიბნა რეზო, - ხუთ ლიტრს იწველის, მარა თივა გამოგველია და ორს უკან ვასმევთ, რომ მოიწველოს...

გივი მელაშვილი. თბილისი