ანეკდოტები - კვირის პალიტრა

ანეკდოტები

- საქართველოს პრეზიდენტია ჩამოსული, ხომ არ გავიტაცოთ?

- ძალაუფლება აღარ აქვს, ბიუჯეტი აღარ აქვს, თვითმფრინავები ჩამოართვეს, შუქსაც არ უნთებენ და ერთი "ოპელ ვექტრასთვის" არ ღირს შარში თავის გაყოფა...

სამი სვანი მისდევს ახლად დაძრულ მატარებელს. ორი შეახტა, ერთი ვერ დაეწია... დადგა ბაქანზე და იცინის. სადგურის მორიგე ეკითხება:

- რა გაცინებს?

- ის ორი მე მაცილებდა...

დედა შვილს ციხეში წერილს სწერს:

"შვილო, დავუძლურდი, მიწის დამუშავება აღარ შემიძლია, არც არავინ დამეხმარა და წელს ვერაფერი დავთესე, რა ვქნა, აღარ ვიცი..."

შვილი უგზავნის პასუხს: "დედა, ბოსტანს არ გაეკარო, თორემ ისეთ რამეს ამოთხრი, მაგრად ინანებ..."

დედა: "შენი წერილი როგორც კი მივიღე, მოვარდა პოლიცია, ბოსტანი სულ გადათხარეს, ვერაფერი იპოვეს და გაბრაზებულები გინებით წავიდნენ..."

შვილი: "რა ვქნა, დედი, რითაც შემეძლო, დაგეხმარე. დათესვა შენზეა..."

თბილისში ჩამოსული შუახნის გურული აკვირდება გამვლელებს. უცებ ქუჩაში შემხვედრი ეკითხება:

- ხომ ვერ მეტყვით, რა დროა, ბიძია?

- გლახა, ბიძია, გლახა.